Главная

 




   
   
 

Главная

Прощальная

გვიყვარხარ,
გვახსოვხარ,
გვენატრები

Тебе, единственной посвящаю

Галерея

Научные Труды

Турбо Паскаль
Искусственный интеллект

От редактора

Замечательный учебник для студентов

Вместо пролога

 


 
      
     
 

ხსოვნა

 

___დროოდ წავიდა ჩვენგან ქეთევან მერაბის ასული ფანჩვიძე. იგი დაიბადა 1962 წლის 17 იანვარს. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, რომელზეც სრული კურსი მან თეორიული ფიზიკის განხრით გაიარა.
____მავე წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში ინფორმატიკისა და დაპროგრამების დარგში. 1995 წელს დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულა.
____1998 წლის აპრილიდან დღემდე ერთდროულად მოღვაწეობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.
____ალბატონი ქეთევან ფანჩვიძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც განსაკუთრებული სიძლიერით გამოხატეს ქართველი ქალის უდიდესი შესაძლებლობები მეცნიერული აზროვნების სფეროში და შეადგენენ ერის სიამაყეს. ნათელი ხსოვნა ამ შესანიშნავ, არაორდინალურ პიროვნებაზე, საუცხოო პედაგოგზე, მასშტაბური გაქანების მკვლევარზე სამუდამოდ დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და აღზრდილების გულში.

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი
"საქართველოს რესპუბლიკა"
1998წ. 11სექტემბერი

 

Главная

 
     
     
     


Hosted by uCoz