Главная

 




   
   
 

Главная

Прощальная

გვიყვარხარ,
გვახსოვხარ,
გვენატრები

Тебе, единственной посвящаю

Галерея

Научные Труды

Турбо Паскаль
Искусственный интеллект

От редактора

Замечательный учебник для студентов

Вместо пролога

 

      
     
 

ქეთინო ფანჩვიძის ულამაზესი
სიცოცხლე და საბედისწერო აღსასრული

გვიყვარხარ, გვახსოვხარ, გვენატრები


____ნელია არამცთუ დაჯერება, წარმოდგენაც კი, რომ ქეთინო აღარ არის ჩვენს გვერდით. ქეთინო, რომელსაც ვიცნობდით და ყოველთვის გვემახსოვრება - ადამიანი იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: უაღრესად ძლიერი, პატიოსანი, ნიჭიერი კეთილშობილი პიროვნება. ბედნიერებისა და ჭეშმარიტების მაძიებელს თავდავიწყებამდე უყვარდა სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, ქეთინო ყოველთვის სიცოცხლის სურვილით იყო აღსავსე. ის ისე წავიდა, რომ არ ისურვა ეთქვა - რატომ, თავისი ტკივილი არავის არ გაანდო და ეს ტკივილი მის სამარადისო საიდუმლოდ დარჩება, ჩვენთვის სამუდამოდ უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვად. წავიდა და უთქმელი წამების შარავანდედი გაიყოლია: "მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება, თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე" - ამაყი იყო და დახმარების ხელი არავისთვის არ უთხოვია, არავისთვის არ შეუჩივლია, არავისთვის თავს არ მოუხვევია თავისი სასოწარკვეთა. ბოლო წუთამდე ყველასთან თავდაჭერილი იყო, მომღიმარე მაშინაც, როცა საბედისწერო გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ვინ იცის ახლა, რამდენი ცრემლის ფასად დაუჯდა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არავის არ დაუნახავს ქეთინოს თვალებზე ცრემლები...
___ველაფრით დააჯილდოვა ღმერთმა, მხოლოდ ფრთები არ არგუნა. სხეული მძიმე ტვირთი აღმოჩნდა მისი სულისათვის - და რომელ ჩვენგანს აქვს უფლება განსაჯოს, თუ რას გრძნობდა იმ სარკმელთან მდგომი, რომელი ჩვენგანი იტყვის რის შესახვედრად გაემართა; ყოფნა? არყოფნა? - შეკითხვა, რომელიც არაერთს აწამებდა, და გააწამებს არაერთს შემდგომშიც. ვინ იტყვის დღეს, როდის ჩაინერგა ქეთინოს ფიქრებში ეს სასოწარკვეთის ზღვარზე გასული კითხვა. ვინ იტყვის - როდის გასცა მან ამ კითხვას პასუხი... იქნებ სხვა, ჩვენთვის აუღქმელად დარჩენილი მესამე გზა მონახა და დაიმკვიდრა თავისთვის?
___ვენი ღრმა რწმენით, ქეთინო არასოდეს არ ეტყოდა სიცოცხლეს არას, უარი შეეძლო არსებობისთვის ეთქვა. რა დაგვრჩენია ჩვენ? მხოლოდ ვარაუდები. მაგრამ ნათელია ყველა იმისთვის, ვინც ქეთინოს იცნობდა, რომ ის არასოდეს გაექცეოდა არანაირ სირთულეს, საამისოდ ქეთინო ძლიერი და ამაყი იყო. სირთულეების მას არ ეშინოდა, ასე რომ არ ყოფილიყო ქეთინოს გზა გაცილებით მარტივი და იოლი იქნებოდა. როგორც მეცნიერი, ქეთინო ფანჩვიძე ყოველთვის რთულ ამოცანებს სვამდა, არასოდეს არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით, თავისი თავის მიმართ საოცრად მომთხოვნი იყო. ერთხელ გვიხსნიდა ერთ-ერთ პრობლემას, რომელზეც ის მუშაობდა, ექსტრემალურ პირობებში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების კომპიუტერული უზრუნველყოფას. თვითონ მან უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო - და ვინ იცის რამდენი ფიქრი წინ უძღოდა მის არჩევანს. ქეთინო კეთილი და მოსიყვარულე იყო, შეუძლებელია მას არ სცოდნოდა, რაოდენ დიდ ტკივილს მიაყენებდა მის გარშემო მყოფთ და მაინც ამ ქვეყნიდან წასვლა არჩია. ალბათ ის ჯოჯოხეთურ რკალში აღმოჩნდა და ამ რკალის გარღვევას შეეცადა. მან არავინ დაადანაშაულა და ამაშიც მისი დიდსულოვნება ჩანს. დაე, ყველა საკუთარმა სინდისმა განიკითხოსო - თითქოს ამის თქმა სურდა... მაგრამ სიტყვებით არც ეთქვა იმ იმედით, რომ გამგები უსიტყვოდ გაუგებდა. მეტიც, თავისი სურათი თავად გაადიდა და არავინ იცის როდის. ამ სურათზე იგი თავდახრილი დგას და ყველას და ყველაფერს თითქოს თავის უკანასკნელ ბოდიშს უხდისო. იშვიათია, რომ ჩვეულებრივ ფოტოსურათს ასე ცხადად აღებეჭდოს ძლიერი, პირდაპირი გამოხედვა. ახალგაზრდა ქალი დგას კედელთან, თითქოს დასახვრეტად გამზადებული და თავის სიკვდილს თვალს თამამად უსწორებს. რაღაცნაირი მორჩილებაა და სიძლიერე ამ გამოხედვაში. სულის სიღრმემდე აღწევს ეს გამოხედვა... ჩვენ კი ის დაგვრჩენია - უსიტყვოდ, მოკრძალებით თავი დავხაროთ მის წინაშე, ჩვენი სულის სიღრმეში ჩავიხედოთ და მოვინანიოთ ყოველივე ის, რითაც ნებით თუ უნებლიედ პატარა კენჭების მსგავსად გავუკვალეთ სასოწარკვეთის ის გზა, რომელიც სრულიად მარტოდ ქეთინომ გაიარა.
___ეთინოს არაფრის არ ეშინოდა ამქვეყნად, მხოლოდ სიცრუე და ორპირობა აყენებდა ჭრილობებს, ბავშვივით მიამიტი იყო და მიაჩნდა, რომ ყველა მასავით გულმართალი იქნება. მისი თვითმკვლელობის შემდგომ გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში დაიწერება, რომ მას ვერ ასწავლეს ცხოვრებას მორგებოდაო. ეს მეტისმეტად მარტივი ახსნაა - ქეთინო არამცთუ არ მოერგებოდა ცხოვრებას, არამედ არც არასოდეს ჰქონია მსგავსი მცდელობა, და მსგავსის გაფიქრებას არც საკუთარ თავს და არც სხვას აპატიებდა. ქეთინო იყო ისეთი, როგორც იყო სინამდვილეში, თამამი და ნიღბის ქვეშ დამალვა მისთვის მიუღებელი იყო. საუბედუროდ, მსგავსი პირდაპირობა იშვიათია და ხშირ შემთხვევაში საბედისწეროც... ჭეშმარიტების გზას ეძებდა ყოველთვის. მძიმე ჯვარი არგუნა ღმერთმა - უდროოდ დაეტოვებინა ათი წლის ვაჟი, დედ-მამა, ახლობლები და მეგობრები...
___ამდენი წელი გავიდა შენი გარდაცვალებიდან, ქეთი... და მაინც ვერც საფლავის მიწა, ვერც ყვავილთა თაიგულები შენს საფლავზე, ვერც შავ ჩარჩოში ჩასმული შენი სურათი ვერ დააჯერებს შენს შვილს, შენს მშობლებს,შენს მეგობრებს და ახლობლებს, რომ შენ ამქვეყნად აღარ ხარ და კიდევ ხშირად რაღაც უხილავი ძალა, იმედი შენს სახლში დაბრუნების მოლოდინს გააღვიძებს და ასაზრდოებს. კიდევ მრავალჯერ მოგვეჩვენება, რომ შენ სადღაც ახლოს ხარ, სადღაც დროებით წასული, და ამიტომაც, ხშირად ფიქრებში როგორც ცოცხალს - ასე მოგმართავთ.
___ეთი, შენ ყოველთვის გსურდა ყველაფერს სიღრმემდე ჩასწვდომოდი. იქნებ დღეს შენთვის საიდუმლო გაცხადდა... სიმშვიდე თუ მოიპოვა შენმა მაძიებელმა სულმა? იქნებ მართალია პოეტის სიტყვები "ვინა სთქვა შენი უბედურება? არა. სწორედ დღეს ხარ ბედნიერი". შენი გზა სხვის გზას არ გავდა, ვინც შენ გიცნობდა - ყველა იტყვის, რომ არაორდინალური იყავი, განსაკუთრებული, უფრო მარტივად კი, სხვას არ გავდი, - და ეს იყო შენი უნებური, შენი ერთადერთი დანაშაული. შენ ამისაც არ შეგეშინდა, იმიტომ რომ შენი თავის წინ, ღვთის წინ მართალი იყავი. ცოდვა - ყველა ჩვენგანშია, რომლებმაც შენ ვერ გაგიგეთ.
___ეგვინდე, რომ ყოფნა გაუსაძლისი გახდა შენთვის. შენთვის ხომ სიცოცხლე და არსებობა სხვადასხვა რაობა იყო. ყველა ადამიანი, ადრე თუ გვიან, არჩევანის წინაშე დგება - იყოს თუ ჰქონდეს. შენ სხვებზე უკეთ იცოდი და ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთე. შენ "იყო"-ს ირჩევდი უყოყმანოდ, ოღონდ ეგ "იყო" შენთვის არა მხოლოდ არსებობა იყო, არამედ სიცოცხლე სრული გაგებით. შენ არასოდეს დასჯერდებოდი სანახევროს - ყველაფერი ან არაფერი იყო შენი კრედო.
___რის ვარსკვლავები, რომლებიც თანდათან ქრებიან, არიან ისეთები, რომლებიც აფეთქდებიან და დათვლილ წუთებში ასრულებენ ნათებას... შენ არასოდეს დათანხმდებოდი მბჟუტავი ცეცხლის მსგავს ყოფნას, და ათასი მზის ელვარებით აირჩიე აღსასრული... შენი სულის ტრაგედია - ჰამლეტისეულია, ყველაფერი წარმავალზე და დროებითზე მაღალი, არც შენ ხარ პირველი და საუბედუროდ, არც იქნები უკანასკნელი. ბედის ირონია იყო თუ ნიშანი, რომ შენ მოგწონდა მონტენის "ცდების" ერთ-ერთი მოთხრობა "სამი საუკეთესო ქალი", მონტენის აზრით, სამი საუკეთესო მანდილოსანი საკუთარი ხელით უსვამს წერტილს თავის ამქვეყნიურ ყოფნას. ზოგჯერ სიკვდილი - სიცოცხლის ქებათ-ქებაა, იმის მოწოდებაა, დავფიქრდეთ, რისთვის მოვსულვართ ამ ქვეყნად და რაა ჭეშმარიტი სიცოცხლე. ყველა მოსული შენს საფლავთან უეჭველად დაფიქრდება ამაზე. შენმა სიკვდილმა ყველა ჩვენგანი შეცვალა. საამისოდ შენ ფასდაუდებელი გაიღე.

თიკო კახნიაშვილი(ფიზიკის
მეცნიერებათა დოქტორი)
მაია ლევიძე (ფიზიკოსი) ____

გაზეთი "დრო" 1999წ. 25 იანვარი

 

Главная

 
     
     
     


Hosted by uCoz